fbpx
პოლიტიკასაქართველო

“მე ვარ ერთგვარი სიმბოლო დაბრუნების – იმის, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება” – სალომე ზურაბიშვილი

“თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისევე, როგორც ადამიანს სჭირდება ძლიერი ხერხემალი, ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება. მე ვიქნები თქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, იყოს მნიშვნელოვანი.

ქვეყანას არ აშენებს მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ იგი, ერთად უნდა განვავითაროთ რეგიონები. ყაზბეგის გამოცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, ახალგაზრდების ინიციატივით. ეს არის ძალიან სწორად დაწყებული გზა.

მე ვარ ერთგვარი სიმბოლო დაბრუნების – იმის, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. ის ჯერ არ არის ფეხზე დამდგარი ისე, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ისეთი, როგორიც ჩემებს სურდათ თავის დროზე – არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და აქვს განვითარების ყველა საშუალება,” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში.

onalem

ტესტ