fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”მე შენ ყოველთვის მეყვარები” – გარდაცვლილი ზაფიროპულოს ვაჟი

გუშინ ექსარხიაში მოკლული ცნობილი ადვოკატის მიხალის ზაფიროპულოს ვაჟი, ნოდას ზაფიროპულო, მამასთან გამოსამშვიდობებელ სიტყვებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისმა სტატუსმა შეძრა საზოგადოება:

”მინდა თითოეულს მადლობა გადაგიხადოთ სამძიმრისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ფიზიკურად არ შემიძლია, არ ვარ ამ მდგომარეობაში. გუშინ მე ყველაზე მხდალმა და სულმდაბალმა ადამიანებმა ყველაზე ღირებული რამ დამაკარგვინეს და მე ამას ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. ის წავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან თავის საქმეს აკეთებდა. ყოველთვის მეუბნებოდა, თუ კანონს სწორად იყენებ და მართალი ადვოკატი ხარ, არაფრის უნდა გეშინოდეს. თუმცა, ეს ასე არ ყოფილა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მან ვერ მოასწრო ენახა, როგორ გავხდებოდი ადვოკატი მეც. მას ოცნების ასრულება არ დასცალდა.

მშვიდად განისვენე, მამა. მე შენ ყოველთვის მეყვარები!”

გუშინდელი ღამე მიხალის ზაფიროპულოს ოჯახისთვის უმძიმესი იყო. კაცი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, სახლში აღარ დაბრუნდა, სადაც თავისი ოჯახი ელოდებოდა. დღეს დილით მისი ძმა გრიგორის ზაფიროპულო ოფისს ეწვია, თუმცა, ჟურნალისტებთან არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ზაპიროპულოს მეუღლე, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია

ზაფიროპულოს ქალიშვილი და ძმა

ზაფიროპულოს ვაჟი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია

onalem

ტესტ