fbpx
საზოგადოება

“მე მოვკალი ჩემი შვილი, რადგან შეშინებული ვიყავი” – 19 წლის გოგოს ჩვენება

პირველი ორსულობა, ხანმოკლე ურთიერთობები ბიჭებთან სოციალური ქსელიდან, მშობიარობის დრამატული მომენტი და ახალშობილი, რომელმაც სიცოცხლე ვერ გააგრძელა. ბერძნული მედია 19 წლის გოგოს აღიარებას ავრცელებს, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, ხოლო შემდეგ მისმა დედამ ის ნაგავში გადააგდო. რას ამბობს ის:

“მამაჩემი მღვდელი იყო, მე ის ძალიან მიყვარდა. 2013 წელს კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ დედაჩემი წლებია დეპრესიისგან იტანჯება და მეც, მის გვერდით, მგლოვიარედ ვიქეცი. მან თითქოს საკუთარი თავი მიატოვა და ყოველდღიურ ცხოვრებას ფეხს ვეღარ უწყობს. პეტრუპოლში პატარა სახლში მე ის და ჩემი ძმა ვცხოვრობდით.

თინეიჯერობისას მივხვდი, რომ ზედმეტი წონა მაწუხებდა, რამაც თვითშეფასებაზე იმოქმედა. ათენში ორი წლის წინ ჩამოვედი, აქ არავის ვიცნობდი და ამან ჩემს ფსიქიკაზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. სკოლაში გარეგნობის გამო ყოველთვის გარიყული ვიყავი.

ორსულად პირველად 16 წლის ასაკში ვიყავი, თუმცა, მაშინ ადრე გავიგე და ათენის საჯარო საავადმყოფოში აბორტი გავიკეთე.

მას შემდეგ ფეისბუქის საშუალებით ბიჭებთან ხანმოკლე ურთიერთობებს ვაგრძელებდი. იმისთვის, რომ თავი სასურველად მეგრძნო, სექსუალურ კავშირს ვამყარებდი. 2017 წელს ერთ ბიჭს სწორედ ასე შევხვდი და მეორედ აღარ მინახავს. არც მინდოდა ღრმა ურთიერთობები და ზედმეტი პასუხისმგებლობა.

ის ბიჭი აღარ მინახავს, დროთა მანძილზე კი თავს უცნაურად ვგრძნობდი. წონაში კიდევ უფრო ვიმატებდი, მქონდა პანიკური შეტევები, მეზრდებოდა მუცელი. მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი.

აბორტის გასაკეთებლად გვიანი იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მარტო ვიმშობიარებდი და ამის შესახებ გარეთ არავის უნდა გაეგო.

თვეები გავიდა და როცა მშობიარობა დამეწყო, სააბაზანოში შევედი, დედა გარეთ იყო. ბავშვი გავაჩინე და პანიკაში ვიყავი. მე ის მოვკალი, რადგან შემეშინდა. შემდეგ კი დედას მისი გადაგდება ვთხოვე.

დღეები გადიოდა, მე სკოლაში დავბრუნდი, ბავშვი იპოვეს. როცა გარეთ გავდიოდი და ვინმე შემომხედავდა, აღარ ვფიქრობდი, რომ იმიტომ მიყურებდა, რომ მსუქანი ვიყავი, უბრალოდ, მეგონა, რომ ყველამ იცოდა, რაც გავაკეთე.

ამ პერიოდში სკოლაში სისხლის დონაციის კამპანია იყო, რომელში მონაწილეობაც მინდოდა, თუმცა, ჩემი სისხლი არ ჩაიბარეს, რადგან მშობიარობისას უკვე ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული.”

onalem

ტესტ