fbpx
საზოგადოება

“მე და პანო არ დავშორებულვართ” – მარია სოლომუ

შეიძლება ზოგიერთ ადამიანს პანოს მუზურაკისა და მარია სოლომუს ცალ-ცალკე ნახვა უნდა, მაგრამ ისინი არა მხოლოდ ერთად არიან, არამედ თავიანთი გრძელვადიანი ურთიერობის საუკეთესო ეტაპი აქვთ.

მშვენიერი მსახიობი ბერძნულ მედიასთან ბოლოს გავრცელებული ჭორების შესახებ საუბრობს:

“მე და პანო ერთად ვართ. არ დავშორებულვართ. ის საბერძნეთში ერთი კვირით ჩამოვიდა და აქ არის, ჩემ გვერდით. ყველაფერი კარგად არის და ფაქტი, რომ ის თავისი საქმის გამო ამერიკაშია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად არ ვართ. უბრალოდ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ. დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ იმას, თუ რას ამბობს ხალხი. 

ის ახლა აქ არის, მაგრამ მომავალ თვეში მე მივდივარ ამერიკაში და მთელი ზაფხულის იქ გატარებას ვაპირებ. სექტემბერში კი რეპეტიციებისთვის დაბრუნდები.”

როგორც ჩანს მსახიობისა და მომღერლის ურთიერთობას, რომელსაც სურს საერთაშორისო კარიერა გაიკეთოს და ამისთვის ამერიკაში წავიდა, მანძილმა ვერაფერი დააკლო.

onalem

ტესტ