fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”მე არ მქონდა პური და ბევრი რამ მენატრებოდა” – პატარა ნიკოს დედა, რომელიც ბავშვთა სახლში გარდაიცვალა

პატარა ნიკო, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, წყლის არხში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. მისი დედა ბავშვთა სახლს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმის შესახებ, თუ რა პირობებში ცხოვრობდა მისი შვილი.

”მე გადავწყვიტე ბავშვები ბავშვთა სახლში მიმეყვანა, რათა გადარჩენილიყვნენ და არ დახოცილიყვნენ. მაგრამ მათ მოკლეს ჩემი შვილი,” ამბობს 5 შვილის დედა, რომელსაც მძიმე სოციალური პირობების გამო, საკუთარი შვილების ორგანიზაციაში ”ბავშვის ღიმილი” მიყვანა მოუწია.

”მე არ მქონდა მათთვის პური. მენატრებოდა ბევრი რამ, რაც არასოდეს მქონია. ის მათ ხელში იყო და არა ჩემს ხელში.”

დილას კორინთის პროკურატურამ აუტოფსიის პროცედურა ჩაატარა და ახალი შედეგები მიიღო.

2,5 წლის ნიკო უბედურ შემთხვევას შეეწირა. ”ბავშვთა ღიმილის” ყველა წევრი დაბნეული და შოკირებულია.

onalem

ტესტ