მძარცველთა ბანდა, რომლის “მეთაური” 15 წლის გოგონა იყო

გასულ ივლისს, ილიას სოფლებში, მძარცველთა ბანდა დათარეშობდა. ქურდები სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხსნიდნენ კარს ან იღებდნენ ფანჯარას. მათ, ასეთი გზით, მინიმუმ, 5 სახლი გაძარცვეს. ყველას გასაკვირად, ბანდის “მეთაური” 15 წლის გოგონა აღმოჩნდა. ასევე, არასრულწლოვანია ის, ვინც მათგან მოპარულ ნივთებს ყიდულობდა.

გამოძიების შედეგად, სამართალდამცავებმა 15 წლის გოგონას იდენტიფიცირება მოახერხეს, რომელიც 5 სახლის გაძარცვაში მონაწილეობდა. მას პოლიცია 2 თანამომაწილესთან ერთად ეძებს. მძარცველებმა სახლებიდან წაიღეს ფული, ტექნიკა და 5,000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა.

წინასწარი გამოძიების შედეგებით ირკვევა, რომ 15 წლის გოგონამ მოპარული მობილური ტელეფონი 16 წლის ბიჭს მიჰყიდა. ამ გზით გავიდნენ ისინი დამნაშავის კვალზე. პოლიციამ ტელეფონის კონფისკაცია მოახდინა და 15 წლის გოგონა დააკავა.  ჯერჯერობით, დანარჩენი ორი თანამონაწილის დაკავება ვერ ხერხდება, თუმცა, მათ წინააღმდეგ სარჩელი უკვე აღძრულია. დაკავებულ გოგონას ბრალად ედება ყაჩაღობის დაგეგმვა-მეთაურობა, ხოლო 16 წლის ბიჭს – დანაშაულზე თვალის დახუჭვა და მონაწილეობა. ასევე, ბრალდებული არიან მათი მშობლებიც შვილების უყურადღებოდ დატოვებასა და წინდაუხედაობისთვის.

melano

ტესტ