მძარცველებმა სახლში მარტო დარჩენილ 21 წლის გოგონას 15 000 ევრო გამოსძალეს

როგორც ჩანს, 3 მძარცველს ინფორმაცია ჰქონდა, რომ პრევეზაში, ხორცით მოვაჭრის სახლში, დიდი რაოდენობით თანხა ინახებოდა, რის გამოც მათ სახლში შეჭრა გადაწყვიტეს. შემთხვევის დროს მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ, შინ მხოლოდ მათი 21 წლის ქალიშვილი იყო.

თავდამსხმელები, შაბათს საღამოს შევიდნენ სახლში, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდს. იქ მათ დაბნეული გოგონა დახვდათ, რომელიც საერთოდ არ მოელოდა თუ სახლში ქურდები შეიპარებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველების მოთხოვნით,  შეშინებულმა გოგონამ თანხის ძებნა დაიწყო, იპოვა და ქურდებს გადასცა. თანხის რაოდენობა 15,000 ევროს შეადგენდა.

თანხის მითვისების შემდეგ, მძარცველები გაურკვეველი მიმართულებით გაიქცნენ, შეშინებულმა გოგონამ კი მშობლებს და პოლიციას დაურეკა. ქურდების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება მათ დასადგენად. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია, რათა დაადგინონ რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია იმ დროს, როცა მძარცველები სახლში შევიდნენ.

melano

ტესტ