fbpx
საბერძნეთი

მატიში ხანძრის დროს დაკარგულ ტყუპ გოგონებს ისევ ეძებენ

ტელეკომპანია SKAI-ის ინფორმაციით, მატის ხანძრის დროს გაუჩინარებულ ტყუპ გოგონებს ჯერ კიდევ ეძებენ. იყო ვარაუდი, რომ ისინი იპოვეს, თუმცა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ისინი არ არიან ის გოგონები, რომლებიც კადრში გამოჩნდნენ და მათმა მამამ ივარაუდა, რომ ისინი მისი შვილები იყვნენ. ამის შემდეგ კი იანის ფილიპოპულომ ტელეკომპანიას კონკრეტული კადრები მოსთხოვა.

სოფია და ვასილიკი ფილიპოპულოები, 9 წლის ასაკის, 1, 13 და 1, 10 მეტრი სიმაღლის ბავშვები არიან. იწონიან 20 კილოგრამს, აქვთ მწვანე თვალები და ყავისფერი თმა.

ხელისუფლება ითხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე 116000, ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” ან ნებისმიერ პოლიციის განყოფილებას.

გაუგებრობა მაშინ წარმოიშვა, როცა ტყუპების მამამ ტელევიზიით რაფინას პორტში გადაღებულ კადრებს უყურა და ეგონა, რომ გემზე, რომლითაც წყალში გადამხტარი ხალხი ამოჰყავდათ, მისი შვილებიც იყვნენ.

onalem

ტესტ