fbpx
საზოგადოება

მატიში ხანძარს ცნობილი ბერძენი მსახიობი ემსხვერპლა, რომელსაც ხვალ დაკრძალავენ

ხვალ, 31 ივლისს, მატიში ტრაგიკულად დაღუპულ ცნობილ მსახიობს, ხრისა სპილიოტისს, ხალანდრში დაკრძალავენ. მომაკვდინებელ ხანძარს მსახიობთან ერთად, მისი მეუღლეც ემსხვერპლა.

როგორც სპილიოტისის მეგობარი, ანეტა პაპათანასიუ ამბობს, ცოლ-ქმრის დაკრძალვის ცერემონია ხალანდრის სასაფლაოზე, 18:00 საათზე გაიმართება. მსახიობის ოჯახს არ სურს, რომ ამ ყველაფერს ბერძნული მედია საშუალებები დაესწრონ.

ხრისა სპილიოტისის მეუღლე დიმიტრი ტურნავიტი იყო. ისინი კრიტიკულ მომენტში მატიში იმყოფებოდნენ და სამწუხაროდ, ბევრ სხვა ადამიანთა მსგავსად, ცეცხლისგან გაქცევა ვერ შეძლეს.

onalem

ტესტ