fbpx
საზოგადოება

მატის ხანძრის დროს დამწვარი მამაკაცი 78 დღის შემდეგ რეანიმაციიდან გამოვიდა

დიმიტრის ფილიპისი მატის ხანძრის დროს დაიწვა. იგი კრიტიკული მდგომარეობით ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს. 78 დღიანი “ბრძოლის” შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა და დიმიტრიმ რეანიმაციულ განყოფილებას თავი დააღწია.

დიმიტრისი მატის ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან ერთადერთი ადამიანია, ვინც კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა და გადარჩა.

იმ ტრაგიკულ დღეს, ბატონი დიმიტრისი სხვების გადსარჩენად ხანძრის ეპიცენტრში დარჩა. საბოლოდ, ზღვაში აღმოჩნდა. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ ვეღარ სუნთქავდა.

“გონზე მოვედი თუ არა, პირველი ის ვიკითხე სხვებს რა დაემართათ”, – განაცხადა მან ANT1-თან საუბრისას.

“ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, როგორც არ უნდა ვეცადო,იმ ტრაგიკულ დღეს ვერასოდეს დავივიწყებ,” – თქვა დიმიტრიმ.

შეკითხვაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ამჟამად მისი ოჯახი, მან უპასუხა, რომ სესხით და დახმარების თხოვნით. ” მათ არაფერი მოუციათ იქიდან, რასაც ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაგვპირდნენ”, – დასძინა მან.

დიმიტრის ფილიპისი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს ექიმებს, რომელთა განცხადებით მათ “არაადამიანური ძალისხმევა გამოიჩინეს პაციენტის გადასარჩენად”.

კითხვაზე, თუ რა იყო მისი ოცნება, დიმიტრისმა უპასუხა: “ერთადერთი რაც მინდა, ჩემი შვილის გვერდით ყოფნაა”.

onalem

ტესტ