fbpx
საზოგადოება

მატის ხანძრის 99-ე მსხვერპლი – 51 დღის შემდეგ 26 წლის ელიზავეტი გარდაიცვალა

26 წლის ელიზავეტ ხარდალუპა საშინელ დამწვრობებს 51 დღის მანძილზე ებრძოდა. ის მატის ხანძრის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა, მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო.

23 ივლისს ახალაგაზრდა გოგონა ნეო ვუძაში, დედასთან ერთად იმყოფებოდა. თავად ქალი გასულ თვეს გარდაიცვალა, ახლა კი ელისავეტის გარდაცვალებით მატის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა 99-ს მიაღწია.

დედა-შვილი ცეცხლისგან გაქცევას ცდილობდა, თუმცა, ტერიტორიის არახელსაყრელობის გამო, ისე როგორც სხვა უამრავი ადამიანი, ხაფანგში აღმოჩნდა. გოგონას დამწვრობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, მაგრამ ამ დრომდე შეძლო ეცოცხლა, გუშინ საღამოს კი გარდაიცვალა.

onalem

ტესტ