მათ, ვინც საშემოსავლო გადასახადის პირველ ნაწილს არ გადაიხდის, ქონების ჩამორთმევა ელის

მათ, ვინც საშემოსავლო გადასახადის პირველი შენატანი არ გადაიხადა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილი მიუვიდა.

საგადასახადო ინსპექციამ 761,000 გადამხდელი გააფრთხილა, რომ ის, ვინც საშემოსავლო გადასახადის პირველი შენატანი არ გადაიხადა, ქონების ჩამორთმევის საფრთხის წინაშე დგას.

ქონებაში არ მოიაზრება მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ ხელფასები, პენსიები, საკრედიტო ბარათებზე არსებული დანაზოგი და ა.შ.

გაფრთხილებაში წერია, რომ გადამხდელებს აქვთ 15 დღე იმისთვის, რომ დავალიანება გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომატურად ჩამოეჭრებათ გარკვეული რაოდენობის თანხა ანგარიშიდან.

გადამხდელებს შეუძლიათ, საკუთარი ვალისა და პერსონალური ინფორმაციის ნახვა ”Taxisnet”-ის აპლიკაციის საშუალებით.