fbpx
საზოგადოება

მათ უხილავ ქალებს ეძახიან – ნახევარ მილიონამდე მიგრანტი ქალი შრომითი უფლებების გარეშე

არაოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ნახევარ მილიონამდე მიგრანტ ქალს გაუსაძლის სამუშაო პირობებთან უწევს შეგუება. მათ არ აქვთ წვდომა სამედიცინო, თუ სხვა სახის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებაზე. მათი შრომა, ხშირ შემთხვევაში, არალეგალურია და შესაბამისად, სამუშაო პირობები, თუ პროცესი არ რეგულირდება ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ამიტომაც, ხშირად, მათ უხილავ ქალებს ეძახიან. შრომითი მიგრაცია აქტუალურია საქართველოშიც. სტატისტიკური მონაცემების მიღმა, თითოეულ ჩევნგანს გვყავს ოჯახის წვერი, ნათესავი, მეგობარი თუ უბრალოდ, ნაცნობი მაინც, რომელიც ევროპაში სამუშაო მიზნით იმყოფება. ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების საკითხი არაერთხელ გამხდარა აქტიური განხილვის საგანი, თუმცა, მათ შრომით უფლებებს დღემდე არავინ იცავს, მათ შესახებ, საკანონმდებლო დონეზე, არავინ საუბრობს. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება საზოგადოებრივი კამპანია „თანასწორობა გვჭირდებას“ ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც მიგრანტი დედისა და სტუდენტი შვილის მიმოწერის საშუალებით წარმოაჩენს პრობლემის აქტუალურობას.

https://www.facebook.com/sheicvale/videos/1831071690340408/

საზოგადოებრივი კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მიზანია, ხაზი გაუსვას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. კამპანია წარმოაჩენს იმ ხილულ, თუ უხილავ ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან კარიერული წინსვლით დაინტერესებული ქალები და ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების არასაკმარისი ჩართულობის შესახებ. კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
წყარო: www.marketer.ge

 

onalem

ტესტ