fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ” – 21 წლის ბიჭი, რომელიც გოგონამ მუცელში დაჭრა

ხრისტოს ცუცანი protothema.gr-ს ესაუბრა: ”მოვალ და მიწაში დაგმარხავ.” ეს იყო წერილი, რომელიც 20 წლის გოგონამ მას თავდასხმამდე მისწერა. მან ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობები დანით, მუცლის არეში, მიაყენა. ამ ყველაფერს კი გოგონას 26 წლის შეყვარებულიც ესწრებოდა.

ისტორია საკმაოდ ჩახლართულია.

21 წლის ხრისტო ჯერ კიდევ პირგოს საავადმყოფოში წევს. მისი თქმით, თავდასხმის მიზეზი სრულიად სხვა გოგონაა, რომელთან ურთიერთობის დამყარების მცდელობასაც აბრალებდნენ. ამიტომ 21 წლის გოგონამ და მისმა 26 წლის შეყვარებულმა შეხვედრა დაუთქვეს და მოკვლით ემუქრებოდნენ. გოგონა, რომლის გამოც ინციდენტი მოხდა, ხრისტომ 26 წლის ბიჭის ძმისგან გაიცნო, რომელთანაც მეგობრობდა. გამომდინარე აქედან გოგონა, რომლის გამოც ინციდენტი მოხდა 26 წლის ბიჭთან და 20 წლის გოგონასთან უშუალო კავშირშია. ხრისტომ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

”მე და იმ გოგონას შორის ინტიმური არაფერი ყოფილა, მხოლოდ ვმეგობრობდით,” ამბობს ხრისტო.

საბოლოოდ, 26 წლის ბიჭი და მისი 20 წლის შეყვარებული ხრისტოს სახლში მივიდნენ და გოგონამ ის მუცელში დაჭრა.

ხრისტოს დედა ვერ იჯერებს, რომ მისი შვილი ამ შემთხვევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა.

იხილეთ პირადად ხრისტოს ინტერვიუები:

onalem

ტესტ