fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მასობრივი მკვლელობა” მატიში – ატიკის ხანძრის შესახებ რეჟისორი დოკუმენტურ ფილმს იღებს

გავრცელებული ინფორმაციით, უნიჭიერესი რეჟისორი ნიკოს მასტორაკისი მატის სასიკვდილო ხანძრის შესახებ ფილმს გადაიღებს. ეს იდეა მას ხანძრის დაწყების პირველივე დღეს მოუვიდა, რადგან, როგორც ის უწოდებს, ეს არის “ბერძნული ტრაგედია”.

“ეს არის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ ყვირის, არამედ კივის და ითხოვს, რომ დოკუმენტური  ფილმის სახით გამოვიდეს. აქ იქნება ყველაფერი: შიში, ინტერესები, პოლიტიკა, ცრურწმენები და ა.შ. ფილმი დაფუძნებული იქნება ძირითადად ადამიანთა ისტორიებზე, გმირობაზე, ტრაგედიაზე, სიკვდილის შიშზე. ჩვენ ამ ყველაფერს შევფუთავთ ისე, რომ ეს არ იყოს უკიდურესად მტკივნეული სანახავი. მაგრამ უნდა ვაჩვენოთ ის, რაც იყო.”

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო რეჟისორმა მატის ხანძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება, ის პასუხობს:

“იმ მწუხარების გამო, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვატარებ, ბრაზის, აღშფოთების და ეჭვების გამო. ასევე იმის გამო, რომ ყოველი ახალი ტრაგედიის მოსმენისას, ადგილზე ვიყინები.”

მასტორაკისი იმედოვნებს, რომ ფილმით მსოფლიო დაინტერესდება, რადგან ამ ტრაგედიამ შეძრა ყველა. ფილმის გადაღება მოხდება იმ ვიდეოებსა და ფოტო მასალაზე დაყრდნობით, რომლებიც მატის ჯოჯოხეთის პირველ ღამეს აღწერს. ასევე, საჭიროა მინიმუმ 200 ინტერვიუს ჩაწერა თვითმხილველებთან, რათა ზუსტად იყოს აღწერილი ხალხის განცდები.

გენიოსი რეჟისორი დაბალი ბიუჯეტის მიუხევად, გადაიღებს ნატურალურ ფილმს, ზედმეტი ეფექტების გარეშე, რომელიც მომავალში საერთაშორისო ფესტივალებზე წარსდგება. ასეთია, მისი პროგნოზები.

onalem

ტესტ