fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მას შემდეგ, რაც დაზიანებები მიიღო, კიდევ დღენახევარი იცოცხლა” – აუტოფსიის შედეგები

კუნძულ კალიმნოზე რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი 21 წლის ნიკოს ხაძიპავლუს სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 21 წლის ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და კლდიდან გადავარდა. იქ კი, სადაც ის 14 წლის მოზრდმა იპოვა, გაუარესებული ამინდის პირობებში აღმოჩნდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაშინ როცა ხაძიპავლუს გვამი იპოვეს, ის უკვე 36 საათის გარდაცვლილი იყო. ბიჭის გვამს აუტოფსია კუნძულ როდოსზე ჩაუტარდა და ექსპერტი პანაიოტი კოტრეცო თავის დასკვნებზე საუბრობს:

“ვვარაუდობ, რომ დაზიანებების მიღებიდან, მან მინიმუმ დღენახევარი კიდევ იცოცხლა. ის სიმაღლიდან გადავარდა და შესაძლოა მოგვიანებით გონებაზე მოვიდა, თუმცა, გადაადგილება არ შეეძლო. ბიჭის სიკვდილი დაცემამ და შოკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ის დაეცა და ადგილზე უმწეოდ დარჩა.”

შეგახსენებთ, რომ ნიკოს ხაძიპავლუ 19 ნოემბერს გაუჩინარდა, მისი სხეული კი 6 დღის შემდეგ კლდის ბოლოში იპოვეს.

ბიჭის ოჯახმა მოითხოვა აუტოფსია სხვა ექსპერტს ჩაეტარებინა, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა.

onalem

ტესტ