fbpx
კრიმინალი

მარუსი: 48 წლის უცხოელ ქალს სახლის ეზოში კოკაინი ჰქონდა დამარხული

საბერძნეთის პოლიციამ მარუსში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინა.

საუბარია 48 წლის ქალზე, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა.

ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებით გამოძიებას ახარნონის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებდა. ოფიცრები 48 წლის ქალის სახლში მივიდნენ და ეზოში, 55 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩამარხული ქილა იპოვეს, რომელშიც ბრინჯთან ერთად კოკაინი იყო მოთავსებული.

ქალი დააკავეს და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

აღსანიშნავია, რომ ახარნონისა და აგია სოტირას ტერიტორიებზე პოლიციამ 28 ივნისს დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელიც ნარკოტრეფიკინგით იყო დაკავებული.

onalem

ტესტ