fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მარუსი: 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა?!

პოლიციის ინფორმაციით, ისინი ძალიან ახლოს არან 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის გახსნასთან. ამ დროისთვის არსებული ვარაუდით, ახალგაზრდა ფინანსურ პრობლემებს შეეწირა.

როგორც ჩანს 19 წლის თომას ანგარიში გაუსწორეს და საბოლოოდ ყველაფერი მისი სიკვდილით დასრულდა. პოლიცია გარდაცვლილის მობილურიდან ამოღებული ინფორმაციის ექსპერტიზის შედეგებს ელის, რათა გაირკვეს ჰქონდათ თუ არა შეხვედრა დანიშნული დაპირისპირებულ მხარეებს, პრობლების მოსაგვარებლად.

როგორც აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრები ადამიანები ამბობენ, ამ ადგილს პოლიიციისგან მეტი ყურადღება სჭირდება. სკვერი, რომლის მახლობლადაც ბიჭი მოკლეს, მათი თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბუდეა. აქ ასობით ახალგაზრდა ყოველდღიურად მოიხმარს მარიხუანას.

ასევე, მთავარი ხელჩასაჭიდია მსხვერპლის 18 წლის მეგობარი გოგონას ჩვენებები, რომელიც მკვლელობას შეესწრო, რის გამოც, შოკურ მდგომარეობაშია. გოგონა აცხადებს, რომ დამნაშავეები შენიღბულები არ იყვნენ და 19 წლის თომას კარგად იცნობდნენ.

onalem

ტესტ