”მარსიანელთა” მსოფლიო კონკურსი

სილამაზის მსოფლიო კონკურსებს ყოველთვის დიდი ინტერესი მოჰყვება , განსაკუთრებით მამაკაცთა მხრიდან, თუმცა ხელს არც ქალები ვაკლებთ ხოლმე. რა ჯობია ლამაზი სხეულების ცქერას? ხომ გაგიგონიათ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ჰოდა , დავალევინოთ ჩვენც თვალს წყალი 😉

თუ აქამდე სილამაზის კონკურსები მხოლოდ 90/60/90 სტანდარტებს ითხოვდნენ, 21-ე საუკუნეში ყოველგვარი მსგავსი სტერეოტიპი მსხვრევისთვისაა განწირული. ბევრი ქალბატონის ე.წ. სისუსტე, მძიმე წონა,  დიზაინერმა იულია მორგუნოვამ ნამდვილ იარაღად აქცია და საქართველოს სახელით Top Of The World Plus Size 2016-ის კონკურსზე, მოდელის ამპლუაში წარსდგა, სადაც გაიმარჯვა და საქართველოს ”ვიცე მისის” ტიტული მოუტანა.

44c929a5ff1d504f57b1f194bc2ca2a9

 

მსოფლიოს 25 ფუმფულა ქალბატონს შორის ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულიც გამოვლინდა.

Top Of The World Plus Size 2016 წლის დედოფალი  სინგაპურის წარმომადგენელი ქალბატონი  ტან სი მინ ფიონა გახდა.

0d1fcd5e3ada67fa70e186f7dac75589

 

თუმცა ჩემი აზრით, საქართველოს წარმომადგენელი ბევრად უფრო მომხიბლავად გამოიყურება.

 

f2ab9b9456bc5247dba3f56c7f088d87

f9fbcf1afb5b42ff3cc284f29cd57b1d

9af3b98c921c54769df35cd6a62129b9

 

ფუმფულებო, გული არ გაიტეხოთ, ბევრად უფრო ლამაზები და მიმზიდველები ვართ, ვიდრე კახექსიურები. ნამდვილ მამრებსაც მრგვალი ფორმები უფრო იზიდავთ, ვიდრე ძვლები :))))))))))

თანაც, თუ  დედამიწაზე ხარ 100 კგ (220 ფუნტი), მარსზე მხოლოდ 38 კგ (83 ფუნტი) იქნები. აქედან დასკვნა–––გაგვიმარჯოს მარსიანელებს!  ;)