fbpx
საქართველო

მარნეულის მერი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დააკავეს

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­კა­ვე­ბა მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ი აცხადებს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “ე” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„2018 წლის 11 ივ­ნისს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ქ. მარ­ნე­ულ­ში, ე.ა-ს მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “ე” ქვე­პუნ­ქტით. აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდის და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას“, – აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ