მარიოპული: დამსაქმებლები პროსტიტუციის წარმოებისთვის დააკავეს

დაკავებულია ორი მამაკაცი, რომელთაც ბრალი ედებათ ახალგაზრდა ქალების დონეცკიდან საბერძნეთში, პროსტიტუციის წარმოების მიზნით ჩამოყვანაში.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორი მამაკაცი, 24 და 27 წლის, ცდილობდა ეპოვა ახალგაზრდა ქალები, მძიმე სოციალური და მატერიალური მდგომარეობით, მიეზიდა ისინი და გადმოეყვანა საბერძნეთის რესპუბლიკაში სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით.

კერძოდ, 2016 წლის აგვისტოში პარიოპულის ერთ-ერთ სასტუმროში ბრალდებულები შეხვდნენ 1990 წელს დაბადებულ ადგილობრივს, რომელიც დაარწმუნეს საქმიანობის მომგებიანობაში, დაჰპირდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა საკვებითა და კარგი საცხოვრებელი პირობებით და მისი თვიური შემოსავალი იქნებობა 3000  ევრო.

ორივე ბრალდებული წარსდგა პროკურორის წინაშე. მათი სავარაუდო სასჯელი 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.