fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მანოლადა: ბერძნებმა უცხოელი იმიგრანტები გაძარცვეს

ორი უცხოელი, რომელიც საბერძნეთში იმიგრაციაში იმყოფება, სამი ბერძენის სამიზნე გახდა.

კერძოდ, ბანგლადეშის მოქალაქეები მანოლადაში მდებარე OPAP-ის ფილიალში ლატარიის სათამაშოდ მივიდნენ. მათ გაუმართლათ და 1, 000 ევრო მოიგეს. ამ დროს იქ იმყოფებოდა სამი ბერძენი ახალგაზრდა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ თანხა უცხოელებს ხვდათ წილად. როგორც ბერძნული  წყარო იუწყება, ბერძებმა მათ “თვალი დაადგეს.”

გვიან ღამით, მათ მოილაპარაკეს და ორ ბანგლადეშელს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, წაართვეს მოგებული 1000 ევრო და ამასთან ერთად კიდევ 365 ევრო.

ამის შემდეგ ფურგონით გაუჩინარდნენ. თუმცა, ერთ-ერთმა ბანგლადეშელმა მანქანის ნომერი დაიმახსოვრა და პოლიციას შეატყობინა.

ამ დროისთვის დაკავებულია სამი მამაკაცი, ორი 20 წლის, ხოლო ერთი მათგანი 24 წლის. სწორედ 24 წლის მამაკაცმა გადასცა მათ მანქანა, რომლითაც თავიდან გაქცევა მოახერხეს.

სამივე მათგანი დღეს ძარცვის ბრალდებით ამალიადას პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ