fbpx
საბერძნეთი

მანდრაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს – მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

მანდრაში ტრაგედიებს ბოლო არ უჩანს. ნაპოვნია კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის გვამი. ის სატვირთოს 30 წლის მძღოლი სოტირი პინია, რომელიც დღეს დილით აღმოაჩინეს. თავდაპირველად მისი ამოცნობა ვერ ხერხდებოდა.

30 წლის მამაკაცს საკუთარი მამა დაუღალავად ეძებდა. გუშინ გვიან ღამით კი სატვირთო იპოვა, რომელსაც სოტირი მართავდა. მოგვიანებით, ერთნახევარი კილომეტრის მოშორებით სოტირის გვამიც იპოვეს.

პარალელურად, ოჯახი საკუთარი სახლის ნანგრევებში ეძებს ხრისტოს გეორგაკოპულუს. მანდრას მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ტრაგედია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მალე დასრულდება. გეორგაკოპულუ ათენის მუდმივი მაცხოვრებელია, თუმცა, მანდრას მთებში სანადიროდ იყო წასული.

ირგვლივ ყველაფერს ტალახი ფარავს. მოსახლეობას არ აქვს საჭმელი და სასმელი წყალი. ზოგიერთი ადამიანი თავისი სახლის გაწმენდას ცდილობს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. როდესაც ღამდება, სურთი სრულიად იცვლება. მოსახლეობას ქურდების ეშინია, რომლებიც წყალდიდობისგან განადურებული სახლებიდან დარჩენილ ნივთებს იპარავენ. ბოლო სამი დღის მანძილზე დააკავეს 13 ადამიანი. ისინი იპარავდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ: უთოებს, ტანსაცმელს, მაცივრებს, სამზარეულოს ავეჯს. ამ ყველაფერს მომავალში ან გაყიდდნენ ან საკუთარ სახლებში მოიხმარდნენ.

 

 

onalem

ტესტ