fbpx
კატეგორიის გარეშესაბერძნეთი

მანდრას მერი: ”პირველადი დახმარების სახით მხოლოდ 600 ევროს გაცემა შეგვიძლია”

დამანგრეველი წყალდიდობიდან 6 დღე გავიდა, გარდაცვლილია 20 ადამიანი, 2 ჯერ კიდევ იძებნება. ეს ყველაფერი ჰგავდა ცუნამს, რომელიც მანდრას დაატყდა თავს და მოსახლეობას წაართვა სახლები, პირადი ნივთები და ოჯახის წევრებიც კი.

დღეს დილით გამოემშვიდობნენ 36 წლის გიორგოს მაკარუნასს, რომელიც წყალდიდობისას სატვირთოს საჭესთან იჯდა და დედას ელაპარაკებოდა, ეუბნებოდა, რომ ძალიან ეშინოდა, რადგან იხრჩობოდა. წყალმა წალეკა მისი მანქანა და მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს. მაკარუნასს ორი შვილი დარჩა.

მანდრას მერის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას დაეხმაროს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასმელი წყლისა და ელექტრო ენერგიის აღდგენის სამუშაოები. თუმცა არსებულ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია.

”შეფასებების მიხედვით, პირველადი დახმარების სახით მხოლოდ 600 ევროს გაცემა შეგვიძლია თითოეული ადამიანისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ ეს დახმარება გაიცეს, საჭიროა დაზარალებულმა წარადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამისთვის კი, ყველას მოვუწოდებ, მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში,” აცხადებს მანდრას მერი.

ამავდროულად კი დაზარალებული მოსახლეობის თითოეული დღე უფრო და უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჭერიც კი აღარ გააჩნია. უმრავლესობას დაკარგული აქვს პირადი ნივთები, რაც ნიშნავს, რომ მათ პირველადი დახმარების სახით არსებული 600 ევროს აღება გაუჭირდებათ.

onalem

ტესტ