fbpx
ტერორიზმი

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგულებს შორის 8 წლის ბერძენი გოგონაა

მანჩერსტერში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 8 წლის ბერძნი გოგონა დაკარგულად გამოცხადდა. განცხადება სოციალური ქსელის Twitter-ის პოსტს ეფუძნება.

ბერძნული და ბრიტანული მედიის ცნობით, საფი როუს რუსოსი მანჩესტერში არიანა გრანდეს კონცერტზე დასასწრებად თავის უფროს დასთან ერთად წავიდა.

თუმცა, ტერაქტის შემდეგ, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ის აღარ უნახავთ.

Mirror.uk იტყობინება, რომ გოგონას შეშფოთებული ოჯახი მის ფოტოს ავრცელებს.

ბერძნული ტელევიზია ANT ავრცელებს ვარაუდს, რომ გოგონას ოჯახი ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

ტელეკომპანია Skai TV-ის ცნობით კი, შუადღის 2 საათზე გოგონა კონცერტზე დასთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაც მცირე დაზიანებები მიიღეს. თავდასხმის შემდეგ მათ გოგონა აღარ უნახავთ.

საფი როუს რუსოსი იმ ყველაზე ახალგაზრდა ადამიანებს შორისაა, რომლებიც ტერაქტის დროს დაკარგულებად ითვლებიან.

დაკარგულთა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს მათი სურათების ატვირთვა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებათ.

onalem

ტესტ