fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენიდან მანანა კვირიკაძის პასუხი შეყვარებულ ემიგრანტ ქალბატონს

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში შევხვდი ახალგაზრდა…მშვენიერ ქართველ ემიგრანტ ქალბატონს!
ამ ქალბატონთან არ მაკავშირებს ძალიან მეგობრული და შინაურული ურთიერთობა.მაგრამ ძალიან პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის…!
ცოტა ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას ვუთხარი;
-რაღაც სიახელეებს ვამჩნევ შენს ცხოვრებაში და გაუფრთხილდი და შეინარჩუნე ეს ყველაფერი – მეთქი!
ცოტა შეშფოთებული დამემშვიდობა და 2 დღის შემდეგ მირეკავს T-ზე და მორიდებით მეკითხება;
ქ-ნო მანანა მე ხომ არავისთვის არაფერი მითქვამს და თქვენ როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი? ამის შესახებ არავინ არაფერი იცის….!
მე მაშინ დაგპირდი..
-გიპასუხებ …მაგრამ ახლა არა…მეთქი.
და აი ახლა საჯაროდ გაგცემ პასუხს….ჩემო ქალბატონო……!
როგორ არავინ არ იცის?
თქვენმა გულმა ხომ იცის?
თქვენმა თვალებმა ხომ იცის?
თქვენი სხეული ხომ გრძნობს რა ხდება მასში…!
აი ამათმა გაგცეს და ყველას უამბობენ ;
რომ უზომოდ ბედნიერი ხარ…როგორ გიხარია ცხოვრება….
იცი ვინ გაგცა…
საკუთარმა თვალებმა..
გაბრწყინებულმა სახემ…
ისე გიბრწყინავდა სახე და თვალები.
იცი რა ჩემო კარგო ისე ლამაზად და გაბრწყინებული სახით მოდიოდი …მთელი სამყარო გიყვარდა….!
ჩვენი 5 წუთიანი საუბრის დროს შენს თვალებში ყველაფერი ჩანდა. რაც შენი გულის სიღმეში იმალებოდა.
ის რაც არის წმინდა და რაც არის შენი და ცხოვრობს შენში არ იმალება…!
ასხივებს…ბრწყინავს…და სამყაროს ამცნობს რა ბედნიერი ხარ…რომ ყველა გიყვარს და ყველაფერი გიხარია და ყველაფერი ლამაზი გეჩვენება…!
რატომ ემიგრანტი რომ ხარ არა გაქვს უფლება ბედნიერი იყო?
პირიქით 100 ჯერ მეტ ბედნიერებას იმსახურებ…..!
არავის არაფერს პარავ ..და ნურც საკუთარ თავს მოპარავ ბედნიერების…სიხარულის და სიყვარულის უფლებას.
ამ დროს მთელი სამყაროს მფლობელი ხდები…..!
აი ეს მესიჯი მივიღე შენგან.
ნამდვილ სიყვარულამდე გაზრდაა საჭირო და ალბათ უკვე კარგად გაიზარდა და ჩამოყალიბდა ეს თქვენი სიყვარული და ამას ვერაფერი შეცვლის და ვერ გადაფარავს ამ თქვენს გრძნობას!
გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.
ბედნიერების წინ ნურასოდეს დააყენებთ სიამაყეს…!
ნუ დაუმალავთ თქვენ თავს და გულს,რომ გიყვართ….!
ზოგჯერ შეიძლება იმ წამს ნატრობდე მთელი ცხოვრება..
და ამიტომ ყოველი წამი დააფასეთ…..!
გაიხარეთ ცხოვრებით და გიყვარდეთ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე!
მანანა კვირიკაძე –საბერძნეთიდან