fbpx
კრიმინალი

მამის მიერ მოკლული 6 წლის გოგონას საქმის გამოძიება

შოკისმომგვრელი მკვლელობის გამოძიება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბავშვის მამა ამტკიცებს, რომ მას უნდა აპატიონ, რადგან არ იცოდა, თუ რას ჩადიოდა.

როგორც ცნობილი გახდა, 28 აპრილს მამა სახლში თავის ტყუპებთან, 6 წლის სტელასთან და მარიოსთან ერთად დაბრუნდა. მან დამამშვიდებელი საშუალება მიიღო, ჭიქა ღვინოსთან ერთად. აღნიშნული დამამშვიდებელი საშუალება აკრძალულია ექიმების მიერ.

სტელა უნარშეზღუდული ბავშვი იყო, რომელსაც პრობლემები კუთოვან სისტემაზე ჰქონდა. მკვლელობის დღეს ის ტიროდა და დედას უხმობდა. ამით კი მამა ძალიან ღიზიანდებოდა. ამ დროს დედა საავადმყოფოში იმყოფებოდა. მამამ დაძინებამდე ბავშვის დაბანა სცადა, თუმცა გოგონა წინააღმდეგობას უწევდა და კვლავ ისტერიკული ტირილით ეძახდა დედას.

შემდეგ, როგორც მამა ამბობს, მან გოგონა ჩაიხუტა და ძალა ზედმეტად დაატანა, რის შედეგადაც ბავშვი გაიგუდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დანახვამ მამა პანიკაში ჩააგდო და გვამის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მან სხეული ნაგვის ტომარაში ჩადო და სახლიდან ერთ კილომეტრში, ნაგვის ურნაში ჩააგდო. ეს ყველაფერი მან ანტიდეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა, რომლებსაც რეგულარულად იღებდა.

მომდევნო დილას მკვლელმა გადაწყვიტა ბავშვის დაკარგვის სცენა გაეთამაშებინა და პოლიციას შეატყობინა. თუმცა, 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა.

ერთის მხრივ, არსებობს დამადასტურებელი საბუთი, რომ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მუდმივად ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, იღებდა ანტიდეპრესანტებს. ასევე მას პრობლემები ჰქონდა მეუღლესთან, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

სასამართლო განიხილავს საქმის ყველა ასპექტს და გადაწყვეტს, თუ რა სასჯელი ეკუთვნის გარდაცვლილი ბავშვის მკვლელ მამას.

onalem

ტესტ