fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

მამის მიერ გატაცებული 10 წლის გოგონას დედა: ”ის სახლიდან გასვლის უფლებას არ გვაძლევდა”

როგორც უკვე ცნობილია, 10 წლის ირინი 3 სექტემბერს საკუთარმა მამამ კომოტინიდან გაიტაცა. გოგონას 40 წლის დედა, ლარისა პასალიდუ იმ წამებას აღწერს, რომელსაც გოგონას გატაცებამდე სახლში განიცდიდნენ.

მისი თქმით, მისი მეუღლე სომეხია. მას ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ბავშვის მიმართ ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი. მამა შვილს საშუალებას არ აძლევდა ეჭამა რაც და როცა უნდოდა, ჩაეცვა ის, რაც მოსწონდა და ა.შ.

როგორც ქალი ამბობს, ერთხელ ისინი გარეთ დატოვა, სახლი შიგნიდან ჩაკეტა და იქ ყველაფერი დაამსხვრია. ქალი და ბავშვი იძულებული გახდნენ გარეთ დაეძინათ. სახლში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული და მათ მთელი დღე უთვალთვალებდა. კაცი მას ორგანოებით ვაჭრობაშიც კი სდებდა ბრალს.

40 წლის დედა სთხოვს ყველას, ვინც კი ნახავს მის 10 წლის ირინის, დაუყოვნებლივ დარეკოს ნომერზე  116000, მას ძალიან ეშინია, რადგან მამა ბავშვზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. ის ასევე წუხს, რომ სასწავლო წელი დაიწყო, ბავშვი კი ჯერ კიდევ  არ დაბრუნებულა მასთან.

რას ამბობს მამა:

”თქვენ სიმართლე არ იცით. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ტყუილია. ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია. ირინიმ მითხრა, რომ არ სურს დედასთან ყოფნა და მთხოვა, რომ ათენში წამეყვანა. ის კომოტინიდან წამოვიდა, რადგან დედის ეშინია. მას უნდა, რომ ათენში გაიზარდოს მამასთან ერთად და ისწავლოს. მე უკვე შევატყობინე ორგანიზაცია ”ბავშვის ღიმილს” და პოლიციამ მისი დედის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ. მათ იციან, რომ ბავშვი ჩემთანაა,” განუცხადა რობერტ სახაროვმა protothema.gr-ს.

onalem

ტესტ