fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მამაკაცი, რომელსაც გუშინდელ აქციაზე გული წაუვიდა, გარდაცვლილია

გუშინდელ აქციას ტრაგიზმის გარეშე არ ჩაუვლია.

როგორც ტელეკომპანია ANT1 იუწყება, მოხუც მამაკაცს გუშინ, სიდნაღმაზე გამართულ აქციაზე გული წაუვიდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

72 წლის მამაკაცი ათენში, ადგილობრივი პარტიის სხვა წევრებთან ერთად, კერაცინიდან ჩამოვიდა.

კონკრეტულ მომენტში მან თავი შეუძლოდ იგრძნო და თავისი მეგობრების თვალწინ დაეცა.

რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მივიდა და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ის გარდაიცვალა.

onalem

ტესტ