fbpx
კრიმინალისაზოგადოება

მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი და მამა, რომელიც ამაში 5 ევროს იღებდა

მარცხნივ მამაკაცი, რომელიც 14 წლის გოგონას აუპატიურებდა, ხოლო მარჯვნივ ნამდვილი მონსტრი – კალიმნოსში მომხდარი საშინელი ამბის დეტალები.

კუნძულ კოს პროკურორის ნებართვით ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მამის ვინაობა, რომელიც მას აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო. ასევე გასაჯაროვდა მამაკაცის ფოტო, რომელიც 14 წლის გოგონას აუპატიურებდა და ამაში მცირე თანხას იხდიდა.

გოგონას მამა არის 1976 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ელეფთერიოს ანგელინაკისი. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბრალად ედება 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ტრეფიკინგი.

ხოლო მოძალადე, რომელიც გოგონასთან სექსუალური აქტის სანაცვლოდ მის მამას რამდენიმე ევროს უხდიდა და ეს გრძელდებოდა 2013 წლის ოქტომბრიდან ამა წლის აგვისტომდე, არის იოანის კულიანოსი. მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არასრულწლვანთა, კერძოდ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვის რამდენჯერმე გაუპატიურების და 10-დან 15 წლამდე ბავშვთან სექსუალური აქტის დამყარების სანაცვლოდ თანხის გადახდის მუხლით.

onalem

ტესტ