მალე 50 ევროს კუპიურას მიმოქცევიდან ამოიღებენ

4 აპრილიდან გაყალბებასთან ბრძოლის მიზნით, 50 ევროს ძველი ბანკნოტი მიმოქცევაში აღარ იქნება.

ევროპის ცენტრალური ბანკის თანახმად, 2016 წლის მეორე ნახევარში  353,000, ყალბი კუპიურა ამოიღეს. განსაკუთრებული პრობლემა სწორედ აღნიშნულ ბანკნოტს უკავშირდება. 50 და 20 ევროიანი კუპიურები გაყალბების სიხშირის მიხედვით მოწინავე ადგილებზე არიან.

2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 50 ევროს კუპიურის გაყალბების სიხშირე შემცირდა, ხოლო 20 ევროს კუპიურის გაიზარდა. ორივე ბანკნოტის რაოდენობა კი მთლიანად გაყალბებული კუპიურების რაოდენობის 80,3%-ს უდრის.