fbpx
საბერძნეთი

ლუტრაკი: სანაპიროებს ათასობით მედუზა შემოესია

ხელისუფლებას სასწრაფოდ აქვს მისაღები გადაწყვეტილება, თუ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში.

ბოლო დღეებია, რაც კურორტ ლუტრაკის სტუმრებმა სანაპიროებზე ათასობით მედუზა შენიშნეს. ეს საშიში უხერხემლოები ატიკის სამხრეთ სანაპიროებზეც დააფიქსირეს.

ამ სახის მედუზებს პელაგია კოქტილუკას უწოდებენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ადამიანს შეეხებიან, გამოყოფენ ნეიროტოქსინებს, რაც საშიში ალერგიების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

მედუზების უეცარ შემოსევასთან დაკავშირებით, საბერძნეთის მთავრობა შეიკრიბა, რათა განიხილოს საკითხი, როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

შეკრებაზე მთავარი განსახილველი საკითხი ასევე იყო ის, რომ მეთევზეები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას, რამაც გამოიწვია თევზის შემცირება და მსგავსი უხერხემლოების რაოდენობის გაზრდა წყლებში.

onalem

ტესტ