ლონდონში მოკლული 22 წლის ბერძენი გოგონას მკვლელი დაკავებულია – Georgians.gr

ლონდონში მოკლული 22 წლის ბერძენი გოგონას მკვლელი დაკავებულია

31 წლის მამაკაცი აღმოსავლეთ ლონდონში 22 წლის ბერძენი გოგონას მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ის პოლიციამ 1 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე დააკავა.

ახალგაზრდა ბერძნულ-რუსული წარმოშობის გოგონა შობის წინა დღეს გაუჩინარდა და მისი გვამი სამი დღის შემდეგ პარკში მისმა მეგობრებმა იპოვეს.

მას იცნობდნენ, როგორც ჯულია და ლილი. ის ერთ-ერთ ბარში მუშაობდა.

საზოგადოებამ მისი დაკრძალვის ხარჯებისთვის 15, 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა და ამით დამწუხრებულ ოჯახს ძალიან დაეხმარნენ.

თუმცა, გოგონას ოჯახის წევრებს ცერემონიისთვის მხოლოდ 4, 000 ფუნტი დასჭირდა, დანარჩენი კი ქველმოქმედებას მოახმარეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია.

melano

ტესტ