fbpx
ტერორიზმი

ლონდონის ტერაქტისას დაშავებული 35 წლის ბერძენი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კვირას ღამით ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 35 წლის ბერძენმა მამაკაცმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს და მის მდგომარეობას ექიმები აღწერენ, როგორც სტაბილურს.

ბრიტანეთის მთავრობამ საბერძნეთის საელჩოს მამაკაცის მოთხოვნის საფუძველზე მიმართა.

ბერძენი დიპლომატები დაშავებულთან მუდმივ კონტაქტში არიან.

როგორც საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენელი იტყობინება, მამაკაცს დაზიანებები აქვს ღვიძლისა და თავის არეში და ამის გამო უკვე გაუკეთდა ოპერაცია.

მისი დაზიანებების ზუსტი გარემოებები უცნობია. ასევე უცნობია, თუ სად დაიჭრა ის, ლონდონ ბრიჯზე ფურგონის შეჯახებისას, თუ ბარებსა და რესტორნებში თავდასხმისას.

მამაკაცი ბრიტანეთში 2011 წლიდან ცხოვრობს.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, 26-ე წამზე ისმის, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ბერძნულად საუბრობს, თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მამაკაცი და დაშავებული ერთი და იგივე ადამიანია.

onalem

ტესტ