fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

ლევან წულაძე ათენში: “ჰამლეტი” ბერძნულ ენაზე

თუ გსურთ, სპექტაკლ”ჰამლეტის” შესახებ მოიძიოთ ინფორმაცია…სწორ საიტზე შემოსულხართ 🙂

მოკლედ, დადგა დრო და მეც მივედი თეატრში “Ανεσις”, რომელიც აბელოკიპზე, კერძოდ, ლეოფოროს კიფისიის 14 ნომერში მდებარეობს.

აღნიშნულ თეატრში, ჩვენი თანამემამულე, ქართველი რეჟისორი, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი, ლევან წულაძე, ოთხი წელია მოღვაწეობს.

ლევან წულაძე 1 წლის წინ სპექტაკლით ”დანაშაული და სასჯელი” წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. ამჯერად კი, “ჰამლეტით”! 

თუ ჯერ არ იცით “ჰამლეტის” ისტორია, წაიკითხეთ: 

მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის, მკვლელობის გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის და თან ჰყავს ჰამლეტის დედა, გარდაცვლილი მეფის ქვრივი, როგორც საკუთარი მეუღლე. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა, მასში 4042 ტაეპი და 29551 სიტყვაა. ეს ასევე ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ტრაგედიაა ინგლისურ ენაზე.

მიუხედავად მრავალწლიანი სალიტერატურო კვლევისა, პიესის დაწერის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. პირველად „ჰამლეტი“ აღნუსხა ჯეიმზ რობერტსმა 1602 წლის 26 ივნისს, მანვე გამოსცა იგი 1604 წელს. დღემდე მოღწეულია პიესის სამი ადრეული ვერსია, ცნობილი როგორც პირველი ქვარტო (Q1), ანუ როგორც სპეციალურ ლიტერატურაში უწოდებენ „უხეირო ქვატრო“. სავარაუდოდ ეს ტექსტი დაიბეჭდა მსახიობების მიერ დაზეპირებული როლების საფუძველზე. 160405 წლებში გამოქვეყნდა მეორე ქვატრო (Q2), რომელიც ყველაზე სანდო და სრულყოფილ ტექსტად არის აღიარებული. „ პირველი ფოლიო (F1) 1623 წელს დაისტამბა. თითოეულ მათგანში არის ტაეპები და სცენებიც კი, რომლებიც დანარჩენში გამოტოვებულია. შექსპირს სავარაუდოდ გამოყენებული აქვს ინდოევროპული ლეგენდა, შემონახული XIII საუკუნის ქორონიკოსის მიერ, ხოლო მოგვიანებით გადმოცემული XVI საუკუნის მკვლევარის მიერ, და დაკარგული ელისაბედის ხანის პიესა, ცნობილი დღეს, როგორც Ur-Hamlet-ი. საქსო გრამატიკუსი საკუთარ “Gesta Danorum”-ში დაახ. 1200 წელს ჰყვება ძველ დანიურ ლეგენდას პრინც ამლეთზე, რომელშიც თითქმის ზუსტად იგივე სიუჟეტია.”

 თეატრალური დადგმა თითქმის სამ საათიანია (შუაში შესვენებით). დაკომპლექტებულია ცნობილი ბერძენი მსახიობებით, როგორიცაა: Τάσος Ιορδανίδης, Άρης Λεμπεσόπουλος, Πέμυ Ζούνη, Ιωάννα Παππά, Νίκος Πουρσανίδης, Δημήτρης Καπετανάκος, Δημήτρης Διακοσάββας, Θοδωρής Κανδηλιώτης, Ιάσονας Παπαματθαίου και ο Θοδωρής Κατσαφάδος.

ჩემი პირადი აზრი? ვერც კი გავიგე, როგორ გავიდა ეს სამი საათი! თითოეული მსახიობი ფანტასტიურად ასრულებდა როლს.

მხურვალე აპლოდისმენტები მაყურებლისგან და საუკეთესო შეფასება ბერძენი კრიტიკოსებისგან.

დღეს, დიდი კულტურული გაცვლების ეპოქაში, მნიშვნელოვანია, სათანადოდ შევაფასოთ და დავაფასოთ ჩვენი იმ თანამემამულეების მონდომება და ნიჭიერება, რომლებიც საქართველოს სახელით ეპოქას ქმნიან ხელოვნების სხვადასხვა დარგში და მეტიც! – ქართული კულტურული ხედვების მსოფლიო კლასიკად ქცეულ შედევრებთან სინთეზს ახერხებენ ისეთ უძველესი კულტურის ქვეყანაშიც კი, როგორიცაა საბერძნეთი და ბერძნული თეატრი.

თუ გსურთ რომ შეიძინოთ ბილეთები, გადადით ამ ბმულზე: https://goo.gl/4KzLGS

თეატრის მისამართია: კიფისიას 14. აბელოკიპი
ტელ: 210 74 88 881

ბექა