fbpx
საბერძნეთი

ლესვოსზე ზარალს ითვლიან და ახალ შოკს ელოდებიან

12 ივნისის მიწისძვრის შემდეგ, ლესვოსზე ზარალს ითვლიან. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ლესვოსის სამხრეთ ნაწილში, მეწყერმა გზებზე დიდი პრობლემები შექმნა. პლომარსა და პლომარიხორიაში შენობები დანგრეულია. მათ შორის ძირითადად მე-19 და მე-20 საუკუნეში აშენებული სახლებია. ასევე ეკლესიები და არქიტექტურული ძეგლები.

სოფელი ვრისის სახლების 80% მუზეუმებად იყო გადაკეთებული, რომლებშიც მე-19 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლები ინახებოდა. ეს ყველაფერი კი, უბრალოდ, ნანგრევებად იქცა. თუკი რამე გადარჩა, იქ ნამდვილად ვერავინ იცხოვრებს, ჩამონგრევის საფრთხის გამო.

ნანგრევებიდან 2 შვილის დედა, 43 წლის ქალი ამოიყვანეს. სოფლის დაახლოებით 850 მაცხოვრებელი საცხოვრებლად სასტუმროებში გადავიდა.

რას ამბობენ სეისმოლოგები?

სეისმოლოგები ყურადღებით აკვირდებიან მიწისქვეშა პროცესებს. მათი თქმით, მიწისძვრამ კიდევ ერთხელ გაზარდა მანძილი კუნძულებს, ლესვოსსა და ხიოსს შორის. ისინი ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრით შორდებიან ერთმანეთს.

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის პროფესორი აცხადებს, რომ ამ რეგიონს ძლიერი ტექტონიკური პროცესები ახასიათებს, რამაც შეიძლება კიდევ გამოიწვიოს მსგავსი ან უფრო ძლიერი მიწისძვრა.

12 ივნისს სეისმოლოგებმა მთელი ღამის მანძილზე 90-ზე მეტი ბიძგი ჩაიწერეს.

 

onalem

ტესტ