fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლესვოსი: “სანაპიროზე შესვლა უცხოელებისთვის მხოლოდ პასპორტით არის შესაძლებელი!”

საჩივარი ერთ-ერთი მომხმარებლის, თრასუ აბრაამის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც იუწყება, რომ ლესვოსზე, იმისთვის, რომ ორგანიზებულ პლაჟზე შევიდეს, უცხოელ ადამიანს პასპორტი სჭირდება.

კერძოდ, ივნისში ერთ-ერთი მოწყობილი და კარგად ორგანიზებული პლაჟის შესასვლელთან გამოაკრეს წარწერა სამ ენაზე, ინგლისურად, ფრანგულად და არაბულად, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან იმ ქვეყნიდან, რომელიც შენგენის ზონაში არ არის, შიგნით შესვლას მხოლოდ პასპორტით შეძლებდნენ.

როგორც ის წერს, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტს სურს, რომ ეს სანაპირო იყოს “მხოლოდ ბერძნებისთვის.” ჩანს, რომ რასისტული გამოვლინებები საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მოიშორა.

თრასუ აბრაამი სალაროსთან მივიდა, რათა შესვლის საფასური გადაეხადა, თუმცა, ვერ გაიგო, თუ დამატებით რას მოითხოვდნენ მისგან. შემდეგ თარჯიმანმა უთხრა, რომ შესასვლელად პასპორტი იყო საჭირო.

საბოლოოდ პლაჟზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან აბრაამმა ეს ყველაფერი გააპროტესტა. მოლარემ კი განაცხადა, რომ ის მხოლოდ მითითებებს ასრულებდა და მისი შეშვება არ შეეძლო. ოფიცრებმა ინციდენტი “უცხოელსა და ადგილობრივს შორის სიტყვიერ შელაპარაკებად” განიხილეს და იქურობა დატოვეს.

onalem

ტესტ