fbpx
განათლებასაბერძნეთი

ლესვოსი: მიწისძვრის შედეგად განადგურებული სკოლის ადგილას დროებითი სკოლა განთავსდა

კუნძულ ლესვოსზე, სოფელ ვრისის ტერიტორიაზე არსებული სკოლა 12 ივნისს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სრულიად განადგურდა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და სოფლისთვის დანგრეული სკოლის ადგილას ახალი დროებითი სკოლა განთავსდა.

კერძოდ, კომოსიამ შეიმუშავა გარკვეული გეგმა. ახალ შენობას, სავარაუდოდ, ექნება 6 საკლასო ოთახი. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია უკვე მოზომილია და მშენებლობის გეგმა საწყის ეტაპზეა.

საკლასო ოთახებს, რომლებიც ეზოს ტერიტორიაზეა განთავსებული, არ გამოიყენებენ მანამდე, სანამ არ მოხდება შენობის სრული რესტავრაცია. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ბერძნულ-ამერიკული კოლეჯი ათენში (σχολικής κοινότητας του Ελληνοαμερικανικού Κολεγίου Αθηνών).

onalem

ტესტ