fbpx
საზოგადოება

ლესვოსი: მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებითი საცხოვრებლიდან გამოასახლეს

12 ივნისს, კუნძულ ლესვოსზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, თითქმის 200 ადამიანი, იძულებული გახდა საკუთარი დროებითი თავშესაფარი დაეტოვებინა.

ხალხს, რომელთა სახლებიც მიწისძვრამ იმსხვერპლა, ღამეების გათენება საკუთარ მანქანებში, ეკლესიებსა და ქუჩაშიც კი უწევთ.

ადგილობრივი სასტუმროების მფლობელებთან შეთანხმებით, ამ ხალხისთვის დროებითი საცხოვრებელი ტურისტული სეზონის დასასწყისამდე, 1 ივლისამდე იყო გამოყოფილი.
სოფელ ვრისას მოსახლეობას, რომელთა სახლებიც 6,1 ბალიანმა მიწისძვრამ დაანგრია, უფლება მისცეს ტურისტული სოფლის, ვატერას სასტუმროს ნომრებში განთავსებულიყვნენ.

სასტუმროს მფლობელებმა მთავრობას შეატყობინეს, რომ ამ ადამიანებს სასტუმროს ნომრები უნდა დაეტოვებინათ, ვინაიდან მათ ტურისტები ჯავშნიდნენ, რომელთაც კუნძულის მონახულება სურდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის მსხერპლ მოსახლეობას მთავრობისგან დაპირებული პირველადი დახმარება ჯერ კიდევ არ მიუღია.

კვირას, პაპმა ფრანცისმა მათ დასახმარებლად 50,000 ევრო გადარიცხა.

ინსპეტქორებმა მიწისძვრისგან განადგურებული 1,245 სახლი აღწერეს, მათგან 690 აღდგენასაც კი არ ექვემდებარება.

onalem

ტესტ