“ლეო” და კანცლერი: მერკელი იტალიის გმირ ძაღლს შეხვდა

იტალიის ქალაქ პესკარა დელ ტრონტოს და სრულიად იტალიის გმირ ძაღლთან, მაშველ “ლეოს”–თან ჰქონდა “შეხვედრა” მარანელოში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც ორდღიანი ვიზიტით იმყოფება იტალიაში, მატეო რენცისთან სირიელ ლტოლვილთა და ეკონომიკურ–სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ორმხრივ მოლაპარაკებებზე. “ოფიციალური ვიზიტი” გულმხურვალე ხელ/თათის ჩამორთმევით დასრულდა.
.
0E133452FC7F70367790FE43B3B3E730
.
Αποτέλεσμα εικόνας για GEORGIA LEO PESCARA

.
Αποτέλεσμα εικόνας για GEORGIA LEO PESCARA

.
“ლეო” ის 4,5 წლის ლაბრადორია, რომელმაც პატარა ქალაქ პესკარა დელ ტრონტოს ერთ–ერთი სახლის ნანგრევებში 8 წლის გოგონა, ჯორჯია იპოვა და გადაარჩინა, ხოლო თვით ჯორჯია კი ერთ–ერთი იმ გადარჩენილ გოგონათაგანია, რომლებიც იტალიის იმედის სიმბოლოდ შეირაცხნენ, იტალიისა, რომელიც დაუცხრომლად გლოვობს წინა ოთხშაბათის კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.