fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლემპიდაკისა და მისი კოლეგების ემოციური შეხვედრა კომპანიაში (ფოტოები)

ცნობილი ბიზნესმენი მიხალის ლემპიდაკი გუშინ დილით საკუთარ კომპანიაში (”Πλαστικά Κρήτης”)  დაბრუნდა, რომელიც ირაკლიოში მდებარეობს. ლემპიდაკი 6 თვე იყო გატაცებული და მისმა გათავისუფლებამ ყველა მის კოლეგასა და თანამშრომელს აუჩუყა გული. მას ყველა ღიმილითა და უდიდესი სიხარულით შეხვდა.

”თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ძალიან ჯანმრთელი ვარ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. დღეს დილით, პირველ რიგში სამსახურში მოსვლა და ჩემი კოლეგების ნახვა მინდოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი ნამდვილი სასწაულია. დიდი მადლობა,” განუცხადა ლემპიდაკიმ ჟურნალისტებს.

როცა ჰკითხეს, თუ როგორ გაატარა 6 თვე მძევლობაში, მან უპასუხა: ”ისინი მაწამებდნენ, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად.”

onalem

ტესტ