fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლემპიდაკის სისხლიანი წერილები: ”გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს უფრო სწრაფად”

მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც იმყოფებოდა, მის წერილებში ჩანს, თუ რა მტკიცე ხასიათი აქვს მიხალის ლემპიდაკის. წერილების წაკითხვამ, რომლებსაც ის მძევლობის 6 თვის მანძილზე საკუთარ ოჯახსა და ახლო მეგობრებს სწერდა, მკითხველს მხოლოდ მწუხარება და ცრემლი შეიძლება მოჰგვაროს.

ლემპიდაკი მამაცი, მტკიცე ხასიათის ადამიანია, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. ის ნამდვილ კოშმარში იყო, თუმცა, ამაზე წერილებში არ საუბობს, ცდილობდა ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისთვის არ ეგრძნობინებინა.

საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა წერილები, რომლებზეც ლემპიდაკის სისხლის კვალი აღინიშნება.

ერთ წერილში ის წერს:

მიხალი 23/4/2017

”ჩემო საყვარელო მშობლებო, კატერინულა, ჩემო შვილებო, მანოლი, მე კარგად ვარ, კარგად მაჭმევენ, მაგრამ დღეები ტყვეობაში აღარ მთავრდება.

ბოლოს 50 წლის აღსანიშნავ წვეულებაზე ერთად კარგი დრო გავატარეთ, 100 სტუმარი გვყავდა, ჩვენი მეგობრები, ისინიც ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ.

გთხოვთ, გააკეთოთ რასაც ითხოვენ, სწრაფად, მათ მითხრეს, რომ არ იყოყმანოთ და რაიმე ხრიკებს არ მიმართოთ.

ხალხი, რომელთაც აქ ვყავარ, კარგად მექცევიან, გთხოვთ, არ დაუშვათ შეცდომა.

გახსოვდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და მადლობას გიხდით. მესმის, როგორ გტკივათ, მესმის რა სირთულეებია თქვენს წინაშე.”



კიდევ ერთ წერილში, რომელიც 22 აგვისტოთი თარიღდება, ის თავის შვილებს მიმართავს:

”ჩემო ბიჭებო, მესმის რა გამოცდის გავლა მოგიწიათ. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ბედნიერება, რომელიც ცხოვებაში მოდის, უნდა დაიმსახურო. ჩვენ უნდა გვქონდეს ფსიქოლოგიური ძალა ამ სირთულეების გასაძლებად, რომელიც გველის. მჯერა, რომ ამ შოკის მიუხედავად, გამოცდას ღირსეულად ჩააბარებთ.

ვოცნებობ, კიდევ მეტი დრო გავატარო თქვენთან, გავაკეთოთ რაც გინდათ და სადაც გინდათ. მე ვფიქრობთ თქვენზე და მთელი სულით მიყვარხართ. მინდა ვუყურო თქვენს წინსვლას, რომ შექმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი დაცული და ბედნიერია.”

თქვენი მამა

onalem

ტესტ