fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

ლელა წურწუმია ათენში: ”თქვენ ფეხზე დააყენეთ და შეინახეთ ჩვენი ქვეყანა”

დღეს, 8 ოქტომბერს ქალაქ ათენში ლელა წურწუმიას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ქართველმა დივამ ემიგრანტებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა და დამწრე საზოგადოებას ემოციური სიტყვით მიმართა:

”თქვენი სიყვარულით, თქვენი თანადგომით მოვდივართ ჩვენ და ვდგავართ სცენაზე, გიძღვნით არაერთ ნამუშევარს. შეიძლება ცოტა სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ მინდა ვთქვა ჩემი სათქმელი, რადგან, ჩემდა სამწუხაროდ, არ მიწევს ხშირად თქვენთან შეხვედრა და მინდა, რომ განსაკუთრებულად მოგეფეროთ.

მე საკმაოდ ხშირად მაქვს ასეთი გასვლითი კონცერტები, სადაც ვხვდები ჩემს თანამემამულეებს. მე ვიცი, მართლა, გულწრფელად, ვიცი თქვენი ცხოვრება, თქვენი ყოფა ძალიან მძიმეა, მოშორებულები ხართ თქვენს სამშობლოს, თქვენს ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონებს, რომლებმაც ფეხზე დააყენეს და შეინახეს ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!

მინდა დღევანდელი საღამო იყოს სიყვარულით სავსე, რათა სულ ცოტა ხნით მაინც გაგყვეთ ჩემი გულიდან ამოსული სათქმელი… თქვენთვის, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის… მადლობა, რომ მოხვედით, დამაფასეთ და გიყვარვართ… მეც მიყვარხართ!”

https://www.facebook.com/georgians.gr/videos/964439293704970/

 

onalem

ტესტ