fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

ლელა წურწუმია ათენში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

ლელა წურწუმია ათენში?! დიახ, სწორად წაიკითხეთ!

ყველასათვის ცნობილი ქართველი მომღერალი, ლელა წურწუმია, შემოდგომაზე საბერძნეთის დედაქალაქს ესტუმრება და თეატრ “ელინიკოს კოსმოს”-ში, რომელიც უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებს.

2017 წლის 8 ოქტომბერს, პირეოსის ქუჩა 254-ში, 14:00 სთ-ზე, საშუალება მოგეცემათ, მოისმინოთ ლელა წურწუმიას ცნობილი სიმღერები, ცოცხალი შესრულებით!

ორგანიზატორი ისევ და ისევ ავთანდილ კაკაბაძეა. (შეგახსენებთ, რომ ანრი ჯოხაძის, ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი ბადურაშვილის კონცერტებიც მისი ორგანიზებით ჩატარდა ათენში).

ბილეთები უკვე გაყიდვაშია! იჩქარეთ. ფასი: 20 ევრო

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 699 5568060, 694 9929244, 699 2497900