fbpx
საბერძნეთი

ლარისა: თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

TL 20 მსუბუქმა თვითმფრინავმა ოთხშაბათს ცენტრალურ საბერძნეთში, ლარისას სასოფლო სამეურნეო ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა. გარდაცვლილია პილოტი და ერთი მგზავრი.

ის თვალთახედვის არიდან დროზე ადრე გაუჩინარდა. ბევრად ადრე, ვიდრე მისი დაფრენის დრო იქნებოდა, ტერფსითეას ერთ-ერთ პატარა აეროპორტში.

თვითმფრინავის დაფრენის დრო 20:30 წუთი იყო. ლარისას აეროკლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის არა აეროკლუბს, არამედ კერძო პირს, ანუ თავად პილოტს ეკუთვნოდა.

თვითმფრინავის გაუჩინარებამ ხელისუფლებაში შეშფოთება გამოიწვია. 23-მა მეხანძრემ და ბერძნული არმიის ვერტმფრენმა სამაშველო ოპერაცია განახორციელეს.

სიბნელისა და თვითმფრინავის ზომის გამო მისი ადგილმდებარეობის დადგენა ძალიან გართულდა.

ხუთი საათის შემდეგ პილოტი და ერთი მგზავრი თვითმფრინავში გარდაცვლილები იპოვეს. პილოტი ადგილობრივი ბიზნესმენი, 43 წლის დიმიტრის ცეკურასია, ხოლო მგზავრი 34 წლის ნიკოლაოს გრიგორიუ, საბერძნეთის სამხედრო ძალების მაიორი.

პოლიცია კატასტროფის მიზეზების დადგენას ცდილობს. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

onalem

ტესტ