fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ლარისა: ოთხმა ახალგაზრდამ სასაფლაოზე თავის ქალები ამოთხარა და სელფები გადაიღო

ოთხ ახალგაზრდას საკუთარი გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდა. ისინი ლარისას ერთ-ერთ სასაფლაოზე მივიდნენ, ადამიანის თავის ქალები ამოთხარეს და მათთან ფოტოები გადაიღეს. მოსახლეობამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და მათ 5 თვით თავისუფლების აღკვეთა ელით.

მოსამართლე არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ახალგაზრდული უმეცრება იყო, ვინაიდან საქმე განიხილებოდა, როგორც ალკოჰოლის ქვეშ ჩადენილი დანაშაული და ასევე სატელევიზიო შოუებისა და სერიალების გავლენა. ამრიგად, ცხადია, ეს ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული.

”ეს წამიერი სიგიჟე იყო. ჩვენ დავლიეთ და სასაფლაოზე წავედით, რათა დაგვემტკიცებინა, რომ არ გვეშინოდა,” ამბობს ორი მათგანი, 18 და 19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციამ სასაფლაოს მახლობლად იპოვეს და პოლიციის 1-ელ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ გარდაცვლილთა თავის ქალები მიწიდან ამოთხარეს და ფოტოებს მონაცვლეობით იღებდნენ.

onalem

ტესტ