fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: კორპუსის მაცხოვრებლებს გადაუხდელობის გამო ლიფტი ჩაუკეტეს

ლარისაში ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის გენერალურმა საბჭომ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. კორპუსში სულ 75 ბინაა და ამდენი ოჯახიდან ძალიან მცირე რადენობა იხდის გადასახადებს პატიოსნად. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვინც გადასახადს არ იხდის, ლიფტის კარს ბოქლომი დაედო.

მიღებული ზომების მიხედვით, ლიფტის გასაღებს მიიღებენ მხოლოდ ის მაცხოვრებლები, რომლებიც საბინაო ხარჯებს თავის დროზე იხდიან. დანარჩენებს კი მოუწევთ სახლში კიბით ავიდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სართულზე ცხოვრობენ ისინი.

მედიის განცხადებით, ეს ერთ-ერთი უპრეცენდენტო შემთხვევაა, რაც კი ცენტრალურ საბერძნეთში ბოლო დროს მომხდარა.

ეკონომიკური კრიზისის გამო, კორპუსის ხელმძღვანელებისთვის გადასახადების აგროვება ნამდვილ კოშმარად იქცა. ეს ყველაფერი მათ აიძულებთ არ ჩართონ ცენტრალური გათბობა, ჩაჭრან ელექტრო ენერგია და ა.შ.

აღნიშნული პრობლემის გამო მათ სასამართლოში სიარულიც კი უწევდათ საჩივრების გამო.

onalem

ტესტ