fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ლარისა: დამწვარ მანქანაში აღმოჩენილი მამაკაცის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

ლარისაში, ერთ-ერთი სოფლის გზაზე მანქანა დაიწვა.

სახანძროში ზარი ამის შესახებ დღეს, დაახლოებით 09:30 საათზე შევიდა. სახანძრო ბრიგადა ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა და მას შემდეგ, რაც ცეცხლი ჩააქრეს, მანქანაში მამაკაცის დამწვარი გვამი აღმოაჩინეს.

დაზიანების ხარისხის გამო გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. პოლიცია იძიებს საქმის ყველა გარემოებას.

ამავე დროს, სახანძრო დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს, კონკრეტულად რა გზით გაჩნდა ცეცხლი მანქანაში.

onalem

ტესტ