fbpx
საბერძნეთი

ლარისა: 9 წლის გოგონას მამა მასწავლებელს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს

ლარისაში 9 წლის გოგონა 28 ოქტომბერის დღესასწაულზე სკოლაში არ გამოცხადდა. ბავშვის მამა მასწავლებელს მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ბავშვები დღესასწაულისთვის რეპეტიციებს გადიოდნენ. გოგონას დღესასწაულისთვის სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, რომლის გამოთქმის დროსაც მცირე შეცდომებს უშვებდა. მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს მასწავლებელი, რომელიც ამაზე იყო პასუხისმგებელი, თანაკლასელების წინაშე ამცირებდა და შენიშვნებს უხეშად აძლევდა. ამის გამო ბავშვი გუშინ შუადღეს სკოლიდან სახლში ატირებული მივიდა.

გოგონამ მშობლებს მოუყვა, რაც სკოლაში მოხდა და დღევანდელ დღესასწაულზე წასვლაზე უარი თქვა. მშობლები სკოლაში მივიდნენ და საჩივარი დირექციაში შეიტანეს. თუმცა, მათ არ იცოდნენ ზუსტად რომელ მასწავლებელზე იყო საუბარი. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ის ბავშვებს 29 ოქტომბრისთვის ამზადებდა.

ახლა ბავშვის მამა ორშაბათს ელოდება, რათა სკოლაში მივიდეს და მასწავლებელს პასუხი პირადად მოსთხოვოს, თუ რატომ ამცირებდა მის შვილს თანაკლასელების თანდასწრებით.

onalem

ტესტ