fbpx
საზოგადოება

ლარისა: 19 წლის ახალგაზრდამ პარკში თავი მოიკლა

დღეს ლარისას პარკში მოსეირნე მოსახლეობა ნანახმა შოკში ჩააგდო. ფალანის პარკის ტერიტორიაზე მათ 19 წლის ბიჭი სისხლის გუბეში იპოვეს.

მას ტყვია ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, რის გამოც, პოლიცია ჯერჯერობით ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა.

ის პარკის გასასვლელში ეგდო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი.

ამ დრომდე უცნობია, თუ რის გამო შეიძლებოდა ჩაედინა 19 წლის ბიჭს თვითმკვლელობა.

მისი ცხედარი ლარისას ცენტრალურ საავადმყოფოში გადაასვენეს.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ